სამართალი
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ვლადიმერ პუტინის ფოტოებს წვავდნენ და მისი მისამართით სალანძღავ სიტყვებას გაჰყვიროდნენ

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტთან, სადაც გუშინ მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიასთან დაკავშირებით დაპირისპირება მოხდა, აქტივისტები პუტინის ფოტოებით მივიდნენ და ფოტოებს ცეცხლი წაუკიდეს. ამ ფორმით აქტივისტებმა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე სესიაში რუსი დეპუტატების, მათ შორის ასამბლეის პრეზიდენტის, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მონაწილეობა გააპროტესტეს.

თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობდა, სესია, რომელიც ოთხშაბათს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, მეორე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი ევროპული საქართველოს წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათნაციონალური მოძრაობის წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

ფრაქციაქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.

სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.