პუბლიკაციები
სერგეი გავრილოვი: რადიკალებმა სხდომა ჩაშალეს! წყალი შემომასხეს და საბუთების წართმევა სცადეს!

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა თბილისში შეწყვეტილია რადიკალების ექსტრემისტული აქციით. ყველა დელეგაციამ დატოვა პარლამენტის შენობა და ახლა უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. უახლოეს ორ საათში იგეგმება მუშაობის განახლება, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ სერგეი გავრილოვმა.

მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ პარლამენტში ჩატარდა ექსტრემისტული აქცია ანგარიშსწორების მუქარით, რუსეთის პრეზიდენტის და დელეგაციების დისკრედიტაციის მცდელობით. ისინი მოითხოვდნენ ჩემს გადაცემას, თითქოს მე ვმონაწილეობდი კონფლიქტში აფხაზეთში. მე განვაცხადე, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა არანაირ სამხედრო კონფლიქტში, არც აფხაზეთში, არც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, - განაცხადა გავრილოვმა.

მისივე განცხადებით, მათ ამ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეუძლიათ, რადგან მუქარა იყო სხვადასხვა ქვეყნიდან ყველა დელეგატის მიმართ. ყველა დელეგაციამ დავტოვეთ სხდომათა დარბაზი. კოლეგებმა ჩვენ მხარი დაგვიჭირეს - რომ რუსეთის გარეშე არ შეიძლება სხდომის ჩატარება. მე, როგორც ამ ასამბლეის პრეზიდენტი, ჩავატარებ ამ სხდომას, რადგან ის დანიშნული იყო და ბევრი ქართველი დეპუტატი ჩვენ მხარს გვიჭერს“, - განუცხადა გავრილოვმა „რია ნოვოსტის“.