აქტუალური
მე და გიგა ბოკერია ორკაციან საკანში ჩაგვსვით და ცოტა ხანს ნუ შემოიხედავთ - ლევან ვასაძე

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერიაც არის დასაპატიმრებელი; ერთადერთი თხოვნა მექნება, ორკაციან საკანში ჩაგვსვით და ცოტა ხანს ნუ შემოიხედავთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, პირადად შეურაცხყოფას არავის აყენებს, თუმცა საქმე ეხება ქვეყნის რეპუტაციას.

მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერიაც არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი არეულობის მცდელობისა. ერთადერთი თხოვნა მექნება, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით, ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ, მერე ნამდვილად გექნებათ ლეგალურად დაკავების მიზეზი. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე. მე პირად შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, მაგრამ აქ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას კავკასიის რეგიონში, ეს ხალხი ცდილობს ამ ქვეყნის დანგრევას. ჩვენი ქვეყნის პირველი ევროპელები ზეზვა და მზია. სულ უფრო და უფრო ემგვანებიან არამარტო ქცევით, ახლა უკვე გარეგნობითაც ზეზვას და მზიას. ამდენი წელია, მაგინებენ და მლანძღავენ. ეს არის პასუხი ჩემგან არა პირადი წყენის გამო, არამედ იმიტომ, რომ ცდილობენ ქვეყნის არევას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.