საზოგადოება
13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ბიძინა ივანიშვილის დახმარებამ ჯამში 10 750 000 ლარი შეადგინა - ფონდი „ქართუ“

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ 8 მილიონი ლარი დახარჯა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახ კალაძემ 13 ივნისის ტრაგედიის გახსენებისას აღნიშნა.

კახი კალაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ დედაქალაქის მხარდაჭერისთვის.

ამასთან, ფონდ „ქართუს“ ინფორმაციით, 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ფონდმაქართუმ - 8 მილიონი ლარი, თანაინვესტირების ფონდმა – 500 000, „ქართუ ბანკმაკი 2 500 000 ლარი დახარჯეს.

ჯამში ბიძინა ივანიშვილის დახმარებამ 10 750 000 ლარი შეადგინა.