სამართალი
ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს ხვდება

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი იმყოფება რამლეს სადეპორტაციო ცენტრში და ხვდება იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა დეპორტაცია იგეგმება საქართველოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 29 მოქალაქიდან 12-სათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურმა უკვე შეიძინა ბილეთები. დანარჩენებისთვის ბილეთების შეძენა მოხდება ეტაპობრივად.

მათივე ინფორმაციით, გაირკვა საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტაციო ცენტრში გადაყვანის მიზეზები: ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ისრაელში უკანონოდ შესვლის ფაქტები.

სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს მისცემენ სპეციალურ სატელეფონო ბარათებს, რომ შეძლონ ოჯახის წევრებთან დაკავშირება.