უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობები სულ უფრო უარესდება

 აქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობები სულ უფრო უარესდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა „მირ ტევე“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, მოქმედმა ადმინისტრაციამ, ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, რამდენიმე ათეული გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონთან გართულებული ურთიერთობების პარალელურად, კავშირები ღრმავდება ჩინეთთან, რაც ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის შეშფოთებას იწვევს.

12 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იაპონიაში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება, თუმცა კრემლში ამბობენ, რომ საკითხი დეტალურად არ განხილულა.

1tv.ge