პოლიტიკა
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, ევროკავშირთან ურთიერთობა - უმაღლეს დონეზე, ხოლო ნატოსთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ! - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, საქართველო-ევროკავშირის – ყველაზე მაღალ დონეზე, და ასე ახლოს ნატოსთან არასოდეს ვყოფილვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის საგარეო კურსს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი.

რა თქმა უნდა, აშშ გააგრძელებს ძალისხმევას, რომ საქართველომ რაც შეიძლება დროულად მიიღოს ის, რაც ეკუთვნის. საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის ნატოს სრულფასოვანი წევრობა. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა ძირითად კრიტერიუმს, ვაგრძელებთ რეფორმების გზას, რომ საქართველოს კონკურენტუნარიანობა და თავსებადობა ნატოსთან იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.