სამართალი
ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. 6 ივნისს დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმრო რუმს ჰოტელ ყაზბეგის კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. „ყანების ტერიტორიაზე“, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი - ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ ერთი თანამშრომელი - დაიღუპა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, – აცხადებენ შსს-ში.