რელიგია
საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ა.წ. 6 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ფერეიდნელი ქართველები მიიღეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.
მისმა უწმინდესობამ დალოცა ფერეიდნელი ქართველები და იმედი გამოთქვა, რომ ფერეიდანში მცხოვრებნი უფრო მეტად გაძლიერდებიან რწმენაში და განამტკიცებენ ფესვებთან კავშირს.
ფერეიდნელმა ქართველებმა მის უწმინდესობას მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადეს და ხალხური სიმღერები შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა XVII-XVIII საუკუნეებში ფერეიდანში ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწყვეტილთა ხსენების დღეს შედგა.