უცხოეთი
ვლადიმირ ზელენსკი - უბრალოდ, სააკაშვილს პასპორტი დავუბრუნე, სულ ეს იყო

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მას არანაირი პოლიტიკური გეგემები არ აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს განცხადება ზელენსკიმ უკრაინულ ტელეკომპანია „1+1“-თან ინტერვიუში გააკეთა.

„არა, პოლიტიკური გეგმები არ არის. გეგმები იყო მარტივი და ადამიანური. მე პრესას დავპირდი, ვთქვი და მიმაჩნია, რომ მას პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს და უბრალოდ, დავუბრუნე, სულ ეს იყო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 28 მაისს აღუდგინა.

1tv.ge