საზოგადოება
ჩვენი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და პრობლემა დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ჩვენი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და პრობლემა დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომლებიც დაინტერესდნენ, რატომ არ არის ნახსენები რუსეთი საფრთხეებთან მიმართებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშში.

ყველამ იცის, როგორია რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა. დეტალურად კომენტირება გამიჭირდება, რადგანაც ტექსტი ჯერ წაკითხული არ მაქვს და აუცილებლად გავეცნობი.

რაც შეეხება რუსეთთან მიმართებით პოლიტიკას, ყველასთვის ცხადია, როგორი პოლიტიკაც წარმოებს. ეს პოლიტიკა არის მაქსიმალურად პრინციპული და პრაგმატული. სწორედ ამ პოლიტიკით შევძელით ჩვენ ვითარების რადიკალურად შეცვლა 2008 წლისა და 2012 წლის შემდეგ.

ის, რომ საფრთხეები ზოგადად შემცირებულია, ზუსტად ამ პოლიტიკის დამსახურებაა. თუმცა, გვრჩება უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და ჩვენი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და პრობლემა დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან - ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია, და მუშაობა პრინციპული, პრაგმატული მიდგომით გაელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.