უცხოეთი
ვიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის ხელმძღვანელობას სთავაზობს (ვიდეო)

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის „უდარის“ ხელძღვანელობა შესთავაზა (ვიდეო იხ. აქ).

ვიტალი კლიჩკომ ეს განცხადება სოციალური ქსელით, ვიდეომიმართვაში გააკეთა. ამასთან, როგორც კლიჩკომ აღნიშნა, თავად პარტიის ლიდერად დარჩება.

კიევის მერის თქმით, მისი პარტია, უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც კლიჩკო აღნიშნავს, ის არ დაივიწყებს დედაქალაქის მერის ვალდებულებებსაც.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება.

1tv.ge