საზოგადოება
მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. პორტალი „ნიუსლენდის“ ინფორმაციით, აკადემიის საერთო კრების წევრებმა წერეთელი ამ თანამდებობაზე ერთხმად დატოვეს.
სამხატვრო აკადემიას ზურაბ წერეთელი 1997 წლიდან ხელმძღვანელობს.
2003 წელს კი რუსეთის ფედერაციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წერეთელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიანიჭა.