უცხოეთი
აზერბაიჯანმა „ბოინგთან“ მილიარდიანი კონტრაქტი გაწყვიტა

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანმა „ბოინგ 737 მაქ 8“-ის შესყიდვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ გაავრცელა. ორი წლის წინ ხელმოწერილი კონტრაქტის მიხედვით, აზერბაიჯანულ ავიაკომპანიას „ბოინგისგან“ 10 ასეთი თვითმფრინავი უნდა ეყიდა.

კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზად „ბოინგ 737 მაქს 8“-ის ტექნიკურ გაუმართაობა დასახელდა.

2017 წლის აპრილში აზერბაიჯანულმა ავიაკომპანია „სილქ ვეიმ“ „ბოინგთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ის 10 თვითმფრინავის ყიდვას აპირებდა. გარიგების ღირებულება მილიარდ დოლარს შეადგენს და თვითმფრინავები აზერბაიჯანს 2020 წლის ბოლომდე უნდა მიეღო.

1tv.ge