საზოგადოება
მამუკა ბახტაძე: სახელმწიფო ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმაც და კერძო სექტორმაც ვალდებულებები შეასრულონ და ანაკლიის პორტის პროექტი შედგება

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს, კონსორციუმმაც და კერძო სექტორმაც ვალდებულებები შეასრულონ და ეს პროექტი შედგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპონენტების მიერ ანაკლიის პორტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ, გარდა იმისა, რომ განახორციელებს 300 მილიონის ინვესტირებას, გამოისყიდა რამდენიმე ათეული მილიონის მიწები, ასევე, საპარტნიორო ფონდს აქვს 100 მილიონი დოლარის თანადაფინანსების ვალდებულება.

პირადად ვიყავი ჩართული, რომ ეს პროექტი მომხვდარიყო პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირმა. პირადად ვთხოვე OPIC-, ჰქონოდათ ეს პროექტი პერსპექტიულ პროექტთა ნუსხაში. ძალიან მაინტერესებს, რომელს აქვს გაკეთებული უფრო მეტი, მათ შორის პარლამენტს გარეთ, დღეს რომ ჩასაფრებული პოზიციიდან საუბრობს. რომ ვამბობთ, ეს არის სტრატეგიული პროექტი, .. არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება. ყველას ურჩევნია, ფოკუსირდეს რეალური საქმის გაკეთებაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.