საზოგადოება
ბიზნესმოდელი, რაც „საპარტნიორო ფონდს“ აქვს, არაეფექტიანია და უნდა შეიცვალოს - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ბიზნესმოდელი, რაც აქვს „საპარტნიორო ფონდს“, არის არაეფექტიანი და უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მოდელის შესაცვლელად, საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.

საპარტნიორო ფონდისხელმძღვანელობამ ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი შესაცვლელია. დიახ, ვადასტურებ ამას, არაფერია გასაკვირი, რადგან სხვებისგან განსხვავებით, ჩემს განცხადებებს ციფრებზე და ბიზნესმოდელებზე დაყრდნობით ვაკეთებ. დიახ, ის არის არაეფექტური და შესაცვლელი. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ეს მოდელი შეიცვლება, მათ შორის თქვენთან კონსულტაციის შედეგად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.