სამართალი
გახარია: კირკიტაძის ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა მის ბოდიშს!

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებიც მოსამართლის გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ.

პროკურატურამ დავით კირკიტაძისთვის პირობითი ორწლიანი მსჯავრი მოითხოვა.

დავით კირკიტაძემ სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა: ჩემთვის პოლიციელის პატივი და ღირსება მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა, ყველას ბოდიში მოვუხადო“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა დავით კირკიტაძის ბოდიშს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, თუ ბატონმა კირკიტაძემ პოლიციელს მოუხადა ბოდიში. ვიღებ თუ არა მე პირადად ამ ბოდიშს, არ მინახავს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა ასეთ ბოდიშს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.