პოლიტიკა
ანაკლიის კონსორციუმს მოვუწოდებთ, ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზს, არამედ მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს! - მინისტრი

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ქვემოთ მოყვანილი განცხადება უნდა შეფასდეს, როგორც უკანასკნელი გაფრთხილება სკანდალურად ცნობილ ბანკირ მამუკა ხაზარაძეს - „ТВС ბანკის“ ყოფილ პატრონს, რომელმაც ქართული სახელმწიფო ავანტიურაში ჩაითრია, თავისი წილი პასუხისმგებლობა კი, როგორც კონსორციუმის ხელმძღვანელმა, არ შეასრულა - არ შეიტანა წვლილი, ისევე, როგორც კონსორციუმში მისმა გამუდმებით ცვლადმა პარტნიორებმა.

მთავრობის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტი წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტს ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა გააჩნია.

ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებიდან, დაწყებული 300 მილიონ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მილიონ ლარიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, პროექტის მხარდასაჭერად მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან.

გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიშეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს, დაკონცენტრირდეს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა დროულად დაიწყოს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ დოკუმენტი, რომელიც გაიცა ფოთის პორტთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას, არამედ ის არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც მინისტთან. ასევე დოკუმენტი გაცემულია პროცედურული დარღვევებით. სამინისტრომ დოკუმენტი გააუქმა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები ევროპული ინვესტიციებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

ამასთან, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.

ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის შესახებ განცხადება გაავრცელა ასევე კომპანიამ ეიპიემ ტერმინალს ფოთი“. ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია განცხადებაში. „ეიპიემ ტერმინალსმა“ „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ 2011 წლის აპრილში შეისყიდა.