სამართალი
„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ერთობის წევრ გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სასჯელის ვადის ათვლა 2018 წლის 31 აგვისტოდან დაიწყება.

როგორც მერაბ კოსტავა ვერ გატეხეს, ისე ვერ გამტეხენ“, - თქვა გიორგი ჭლიძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, რასაც მისი გულშემატკივრების ტაში მოჰყვა.

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 31 აგვისტოს სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

2018 წლის 3 სექტემბერს მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

პროცესის პარალელურად გიორგი ჭელიძის მხარდამჭერებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია გამართეს.