საზოგადოება
კიევში სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის შეხვედრა შედგა

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის რიკ პერის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ რიკ პერი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მოლაპარაკებები კიევში შედგა, სადაც პერი უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.

პატივი მქონდა, შევხვედროდი სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს. განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ენერგოუსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის გზები, მათ შორის, თხევადი ბუნებრივი აირის პოტენციალი, როგორც ენერგეტიკის დივერსიფიკაციის საშუალება“, – აღნიშნულია აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის განცხადებაში.

1TV.ge