აქტუალური
როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე კრისტინ ლაგარდს შეკითხვა დაუსვა - რა არის მთავარი დაბრკოლება საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდისთვის.

საქართველოს ეკონომიკის ზრდა მეტი უნდა იყოს. წელს გვაქვს 4,6-პროცენტიანი ზრდა, მაგრამ მომავალ წელს 5 პროცენტი იქნება. ცხადია, ზრდის პოტენციალი უნდა იყოს მეტი, რათა ევროპის სტანდარტებს მივაღწიოთ და ხალხის მოლოდინი გამართლდეს. როგორც ყველა ქვეყანაში და საქართველო არაა გამონაკლისი, დაბრკოლება ორიაშიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო. მეორე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ღია ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოს აქვს. დაბრკოლება შეიძლება იყოს სავაჭრო, დავების გამწვავება იქნება პრობლემა ყველა ქვეყნისთვის. თქვენ გაქვთ შეთანხმება ევროკავშირთან და ჩინეთთან, მოლაპარაკებას აწარმოებთ ინდოეთთან. თქვენი ქვეყანა ღიაა მსოფლიოსთვის. ამიტომ, თუ მსოფლიო არასტაბილურია, ეკონომიკური პარტნიორები, ინვესტორები გაურკვევლობაში არიან და არ იციან, რა ელოდებათ მომავალში, ეს პრობლემაა. მეორე მხრივ, მთავრობა მუშაობს ყველა ფრონტზე, რათა რესურსები იყოს და იმედია, ასეც გაგრძელდება. მეორე დაბრკოლება არის რეფორმების დამღლელი პროცესი. ჩვენ მუდამ დავეხმარებით მთავრობას, რომ ეს თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.