უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - ყველა მოსამართლის კავშირი წინა ხელისუფლების კორუმპირებულ წევრებთან შესწავლილი იქნება

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აქტივისტებს სასამართლოებთან პიკეტირების მოხსნისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. მისი თქმით, საპროტესტო აქციით განსაზღვრული ამოცანა შესრულებულია და სომხეთში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის პროცესი შეუქცევადია.

„მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც სასმართლოს შენობები აქვთ ბლოკირებული. ძალიან გთხოვთ, მოხსნათ პიკეტირება. დღევანდელმა აქციამ მიზანს მიაღწია, სომხეთში დამოუკიდებელი სასმართლო სისტემის შექმნის პროცესი დაიწყო და ის შეუქცევადია. ყველანი მიყვარხართ და მუხლს ვიდრეკ თქვენს წინაშე. მხნეობას გისურვებთ“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე ნიკოლ ფაშინიანი ერთ-ერთ სასამართლოს შენობასთან მივიდა, სადაც აქტივისტებს გაესაუბრა.

დილით კი მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის საჭიროა ქირურგიული მეთოდები.

„აუცილებელია ყველა მოსამართლის შემოწმება – რა კაპიტალი აქვთ და რა აკავშირებთ წინა ხელისუფლების კორუფციაში გახვეულ წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ფაშინინანმა.

მისივე თქმით, ყველა მოსამართლე, რომელთა ვერდიქტებზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სომხეთის საწინააღმდეგო განაჩენი გამოიტანა, თანამდებობას დატოვებს.

1tv.ge