სამართალი
„სამართლიანი არჩევნები“ 19 მაისის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში, რომლებიც მთაწმინდის, მარნეულისა და ზუგდიდის ყველა (100%) საარჩევნო უბნიდან მიიღო.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგები ასეთია:

#1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი
#41
ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“ – 41,0%
#13
შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველოთავისუფალი დემოკრატები“ – 36,8%
#42
ლევან იოსელიანიდამოუკიდებელი – 6,5%
#35
გერმანე საბოგირჩი – 4,8%
#45
გრიგოლ გეგელიადამოუკიდებელი – 3,1%
#43
კობა დავითაშვილიდამოუკიდებელი – 2,9%
#44
სოფიო ხორგუანიდამოუკიდებელი – 2,6%

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქი
#41
ზაურ დარგალი – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 78,6%
#5
აგილ მუსტაფაევი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 11,5%
#2
აკმამედ იმამკულიევი – „ევროპული საქართველომოძრაობა თავისუფლებისათვის“ – 7,5%
#42
ალი ბადიროვიდამოუკიდებელი – 1,2%

#67
ზუგდიდის საარჩევნო ოლქი
#41
გიორგი შენგელია – „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“ – 54,2%
#5
სანდრა ელისაბედ რულოვს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 42,8%

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგი ორგანიზაციის 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით, თორმეტივე საარჩევნო ოლქში განახორციელა.

მათივე ცნობით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე იყვნენ წარმოდგენილი ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდნენ, რამაც დარღვევების მყისიერად აღმოჩენის, არჩევნების დღის პროცესის სისტემურად შეფასებისა და ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობა განაპირობა.