პუბლიკაციები
„ქართული ოცნება“ უფრო გავლენიანია, ვიდრე მთელი ოპოზიცია ერთად - სიმართლის დაფარვა სააკაშვილის შეკვეთილმა უკრაინულმა გამოკვლევამაც კი ვერ შეძლო! - საქინფორმი

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მიახვედრეს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებას მისი დახმარება არ სჭირდება და უკრაინაში მისი დაბრუნება დაპატიმრებით დამთავრდება, საქართველოს ექსპრეზიდენტს ერთი ავანტიურული იდეაღა დარჩა - თბილისში დაბრუნება სახელმწიფო გადატრიალების - ახალი „ფერადი რევოლუციის“ გზით, რომლის პროვოცირება, ისევე, როგორც 2003 წლის ნოემბერში, უნდა მოახდინოს აგრესიულმა პროპაგანდისტულმა ძირგამომთხრელმა მანქანამ - მისმა კუთვნილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა.

საქართველოში ამისთვის აუცილებელი „რევოლუციური სიტუაციის“ მოდელირების და მოქმედი ხელისუფლების ახლო მომავალში მოსალოდნელი კრახის წინ მოსახლეობაში პანიკის გამოწვევის მიზნით (ისევე, როგორც 2009 წელს მისი ბრძანებით მომზადებულმა ტელეკომპანია „იმედის“ მოდელირებულმა „ქრონიკამ“ „საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების განმეორებით შემოჭრის“ შესახებ), სააკაშვილმა საკუთარი სახსრებით საიდუმლოდ შეუკვეთა „სოცგამოკითხვა“ უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს, როგორც მსოფლიოს წამყვან სამეულში შემავალი მსოფლიო ბაზრის კვლევით დაკავებული ფრანგული კონსალტინგური კომპანიის IpsosGroup S.A.-ს ფილიალი (შტაბბინით პარიზში). თუმცა, ცდილობდა, ეს ფაქტი დაემალა, სანამ ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეკითხვაზე IPSOSFrance-მ ოფიციალური წერილით არ უპასუხა, რომელში ამ გამოკვლევაშიც ყოველგვარ მონაწილეობას უარყოფს და განმარტავს, რომ ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა უკრაინულ ფილიალს შეუკვეთა, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მისი ჩატარებისათვის.

მაგრამ ასეთმა „გამოკვლევამაც“ კი, სააკაშვილის მიერ შეკვეთილი შედეგებით, ვერ შეძლო სიმართლის დაფარვა - რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, უამრავი შეცდომის მიუხედავად (მოსახლეობაში არაპოპულარული ევროატლანტიკური კურსი, მძიმე სოციალური მდგომარეობა და უმუშევრობა, და რაც მთავარია - ყოფილი ხელისუფლების - სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებთან კოჰაბიტაციის პოლიტიკა) - ქართველ ხალხში მეტი ნდობით სარგებლობს, ვიდრე მთელი გაერთიანებული ოპოზიცია.

კითხვაზე - რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს? - გამოკითხულთა უმრავლესობა, 25% ასახელებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“. მე-2 ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიცია 18%-ით. მე-3 ადგილზე - „ევროპული საქართველო“ - 7%. მე-4 და მე-5 ადგილებს ერთნაირი შედეგებით ინაწილებენ „პატრიოტთა ალიანსი“ და ლეიბორისტული პარტია - ორივეს 3-3% აქვს. 18% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. 17% არცერთი პარტიის მხარდაჭერას არ აპირებს, ხოლო 9% უარს აცხადებს პასუხზე.

IPSOS-ის ბრენდით მოქმედი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ კვლევისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 1-დან 15 მაისის ჩათვლით 1540 ადამიანი გამოიკითხა. კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია და კითხვების დეტალური ფორმულირება განთავსებულია „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზე - ფაილის მოძიება შეგიძლიათ სპეციალური ბანერის და ბმულის საშუალებით.

საქინფორმის რედაქცია