სამართალი
ანაკლიის პროექტს, შესაძლო პოლიტიკური პრობლემის გარდა, სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს - გიორგი ქობულია

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ანაკლიის პორტის პროექტს, შესაძლო პოლიტიკური პრობლემის გარდა, სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტში დეპუტატთა ნაწილს შეხვდა.

შეკითხვაზე, გუნდში იყო თუ არა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით განხილვა პროკურატურის და ეროვნული ბანკის მხრიდან, ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავს განხილვებს არ დასწრებია, თუმცა, ზოგადად, გუნდში არაერთხელ განიხილეს ანაკლიის პროექტი.

ასეთ განხილვებს მე არ დავსწრებივარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ანაკლი პროექტის განხილვა რამდენჯერმე იყო გუნდში. ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მაგრამ ამ პროექტს პოლიტიკური, შესაძლო პოლიტიკური პრობლემის გარდა, აგრეთვე აქვს სერიოზული კომერციული პრობლემები, რაც არაერთხელ მითქვამს“, – განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა იყოს გადაყვანილი.

ჩვენ ამაზეც არ უნდა დავხუჭოთ თვალი და ყველაფერს ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში, რადგან აქ არის მძიმე კომერციული პრობლემებიც“, – განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.