სამართალი
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია არ აკონკრეტებს, უცხო სხეული ვინ უწოდა

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია არ აკონკრეტებს, უცხო სხეული ვინ უწოდა.

საქართველოს პირველი არხის შეკითხვის საპასუხოდ გიორგი ქობულიამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ მას უცხო სხეულს ზედმეტად პრინციპულობის გამო უწოდებდნენ. ამასთან, ექსმინისტრმა თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მისი პოსტიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიღებული იყო პრემიერ-მინისტრის მიერ პარტიის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შედეგად.

ბიძინა ივანიშვილთანაც მქონდა საუბარი. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მიმაჩნია, რომ ქვეყნისა და საქმისთვის პოზიტიური შედეგი ექნება. არც ჩემთვის. იმისთვის ვიბრძვი, რაც ქვეყნისთვის საკეთილდღეოა და საქმეს წაადგება”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მმართველ გუნდში დისკუსიის დროს მას უცხო სხეული უწოდეს.