სამართალი
„აირზენა“ ბილეთებს 15%-ით გააძვირებს

airzena„აირზენა“ მომავალი კვირიდან ბილეთებს 15%-ით გააძვირებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ნავთობის ღირებულება საერთაშორისო ბირჟებზე იზრდება და არ არის გამორიცხული, ფასებმა 2008 წლის ნიშნულსაც მიაღწიოს. ეს ფაქტი კი, თავისთავად, გავლენას ამ კომპანიაზეც ახდენს, რაც, მარტის მეორე ნახევრიდან აისახება სამგზავრო ბილეთების ფასში.

„აირზენას“ განმარტებითვე, 5-15%-ით ბილეთების საფასურის გაძვირებაზე მათი პარტნიორი კომპანიებიც საუბრობენ.

ინფორმაციისთვის: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ავიასაწვავის ღირებულება 53%-ით გაიზარდა, ხოლო იანვართან შედარებით ფასის მატებამ 21% შეადგინა. ბოლო ერთ კვირაში ავიასაწვავი კიდევ 5%-ით გაძვირდა.