პოლიტიკა
ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ისე, როგორც ვაკეთებდით ყოველთვის, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. არა მხოლოდ ზუგდიდში, ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველთვის, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა კანონდარღვევაზე ძალიან მკაცრი რეაგირება მოხდება.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროვოკატორებს არ უნდა მივცეთ საშუალება, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარსდემოკრატიის ძალიან მაღალ ხარისხს. ბუნებრივია, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, მასზე რეაგირება იქნება შესაბამისი და ძალიან მკაცრი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.