სამართალი
მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება იყო - წულუკიანი

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერმინისტრის ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა პასუხად შეკითხვაზე, რატომ ეთქვა მერაბიშვილს უარი პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.

მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება მსჯავრდებულის დაცვის მხარეს ჩაჰბარდა, სადაც მიზეზიც არის მოცემული.

ასეთი იყო შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება. როგორც ვიცი, გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ჩაბარებული აქვს უკვე და მოტივაციაც შეგიძლიათ, იქ იხილოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს, რასთან დაკავშირებითაც მერაბიშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა დაიკითხოს – თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე ერთადერთი ნაწილია, სადაც ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა.

რაც შეეხება გაყვანის ეპიზოდსამ ეპიზოდზე იცით, რომ არის ერთადერთი ნაწილივანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგსაქმეზე, რომელიც საკნიდან გაყვანის ეპიზოდს ეხება, სადაც ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა და სწორედ ამ ერთ ნაწილში მინისტრთა კომიტეტის ეგიდით განახლდა შარშან გამოძიება. ბუნებრივია, რომ თავად ვანო მერაბიშვილიც კიდევ ერთხელ გამოიკითხება. რაც შეეხება საქმის დანარჩენ ნაწილსიქ ყველა ეპიზოდში სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულდა და, რეალურად, მინისტრთა კომიტეტის დონეზე ეროვნულ ფარგლებში სამუშაო არაფერია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა.

მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.