აქტუალური
ბახტაძე ტექნიკურ ხარვეზზე: ყველა ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქცია მექნება

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. „მოკვლევა მიმდინარეობს და მე გარწმუნებთ, თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ.

გამოსვლა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა, შენელებული იყო და წყდებოდა. GPB-ის განცხადებით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო. პრემიერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ "სამწუხაროდ, მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეო გადაცემისას ტექნიკური პრობლემა". მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ პრემიერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც "სრული სიცრუე" უწოდა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.