აქტუალური
გუბაზ სანიკიძემ ბურჯანაძის პარტია დატოვა

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერ ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობა პოლიტსაბჭოს წევრმა გუბაზ სანიკიძემ დატოვა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პარტიის პრესსამსახურის თანამშრომელმა.

ბურჯანაძის ოპოზიციურ პარტიას სანიკიძე 2016 წლის 30 ნოემბერს შეუერთდა.

გუბაზ სანიკიძე და ნინო ბურჯანაძე ერთმანეთს შეხვდნენ და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ სანიკიძე გახდება დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა და პოლიტიკურ საქმიანობას პარტიისგან დამოუკიდებლად გააგრძელებს“, - განუცხადა სააგენტოს პრესსამსახურის თანამშრომელმა.

მისი თქმით, სანიკიძის გადაწყვეტილება მის ურთიერთობებზე ბურჯანაძესთან არ აისახება.

ბურჯანაძემ და სანიკიძემ გადაწყვიტეს, რომ მეგობრებად და ახლობლებად დარჩებიან. ისინი წლებია, მეგობრობენ. მათ ერთმანეთს წარმატებები უსურვეს“, - აღნიშნა პრესსამსახურის თანამშრომელმა.

სანიკიძე 2006 წლიდან ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი იყო. მან ეს ფორუმი ათი წლის შემდეგ დატოვა, როდესაც პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. „ეროვნულმა ფორუმმა“ მაშინ ხმების 0,73% მოიპოვა.