სამართალი
უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ძალიან მძიმე დანაშაულის პრევენცია - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ფაქტი არის ერთი, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ძალიან მძიმე დანაშაულის პრევენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მალხაზ მაჩალიკაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერის თქმით, პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს.

პირველ რიგში, როგორც რიგითმა მოქალაქე, მე გუშინ დავინახე, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მადლობა მათ ამისთვის. პროკურატურას აქვს თავისი პროცედურები, მათ გააკეთეს განცხადება, რომ სწავლობენ მტკიცებულებებს, ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები და ნაბიჯები. ჩვენ უნდა დაველოდოთ მათ და შევხედოთ მოვლენების განვითარებას. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ფაქტი არის ერთი რამუსაფრთხოების სამსახურმა შეძლო ძალიან მძიმე დანაშაულის პრევენცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, უწყების მტკიცებით, მაჩალიკაშვილი ტერაქტის მომზადებაზე ლაპარაკობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.