საზოგადოება
როგორი იქნება ძველ ხიბულაში ტაძარი და ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმი

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა.

მინისტრმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მაია ცქიტიშვილი ადგილზე გაეცნო სხვა პროექტებსაც, რომლებსაც ძველ ხიბულაში სახელმწიფო და ფონდი „ქართუ “ერთად ახორციელებენ.

ძველ ხიბულაში მიმდინარე პროექტები არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორ თანამშრომლობენ ფონდიქართუდა სახელმწიფო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და მოწყობა, სადაც გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი. გარდა ამისა, აქვე დაგეგმილიაქართუსმიერ ეკლესიის მშენებლობა, რომელიც იქნება ერთიანი კომპლექსი, სადაც პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, პატივი მიაგოს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. დარწმუნებული ვარ, ეს ობიექტი გახდება ძალიან საინტერესო ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ ჩვენი ისტორია. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვახორციელებთ გზების მოწყობის სამუშაოებს, ასევე წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების სამუშაოებს. ჩვენ ვნახეთ, ზუგდიდი-ნარაზენის გზის მონაკვეთი დასრულებულია, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა გზების დეპარტამენტის მიერ. ძველ ხიბულაში შიდა გზები მოეწყობა, დაახლოებით 4-კილომეტრიანი მონაკვეთი. ამავე ტერიტორიაზექართუსმიერ იგეგმება სკვერის მოწყობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ძველ ხიბულაში სტუმრობის დროს დაჰპირდა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეკითხვაზე, პროექტი უკავშირდება თუ არა შუალედურ არჩევნებს, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ ამ საკითხების ერთმანეთთან მიბმა სპეკულაციაა.

გზა, რომლითაც ამ სოფელში მოვედი, უკვე გაკეთებულია. ბიძინა ივანიშვილის ჩამოსვლის შემდეგ შესაძლებელი გახდა, დამატებითი ინვესტიცია განხორციელებულიყო“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, მაია ცქიტიშვილს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზეც ჰკითხეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოძიება არის დასასრულებელი რაც შეიძლება სწრაფად.

ვიცი, ეს პროცესი მიმდინარეობს სწრაფად და ინტენსიურად, მათ შორის ოჯახის წევრებთან იყო შეხვედრები. ყველამ ვიცით, რომ არის რთული საქმე, რომელიც მოხდა 90-იან წლებში და შესაბამისად, ამ საქმის გამოძიება არ არის მარტივი. ყველას ინტერესია, რომ გამოძიება დასრულდეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სოფელ ძველ ხიბულაში 29 მარტს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მათ გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.