სამართალი
საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეულმა დებმა თავშესაფარი მიიღეს და საქართველო დატოვეს

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეულმა დებმა თავშესაფარი მიიღეს და საქართველო დატოვეს.

მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეო ატვირთეს, სადაც აცხადებენ, რომ საქართველოს ტოვებენ და ახალი ცხოვრების დასაწყებად სხვა ქვეყანაში მიდიან. დები არ ასახელებენ იმ ქვეყანას, რომელმაც მათ თავშესაფარი მისცა.

მოხარულები ვართ, განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვტოვებთ საქართველოს. მივემართებით ახალ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დასაწყებად. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა და ჩვენთან იყო ადგილზე თუ საზღვარგარეთ. ასევე გვსურს, უღრმესი მადლობა ვუთხრათ ყველას, ვინც ხელი მოაწერა ჩვენ პეტიციას“, – ნათქვამია მაჰა და ვაფა ალ-სუბაიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუდის არაბეთიდან დები ალ-სუბაიები საქართველოში გამოიქცნენ. ისინი გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოსგან დაცვას ითხოვდნენ. როგორც მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერდნენ, საკუთარ ქვეყანაში მათ საფრთხე ელოდათ.