უცხოეთი
საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. შრი-ლანკაზე ტერორისტების საწვრთნელი ბანაკი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრვი მედია ავრცელებს.
ინტერნეტპორტალ „ადადერნას“ მონაცემებით, აღნიშნულ ბანაკში 38 ადამიანს წვრთნიდნენ.
როგორც პოლიციაში ამბობენ, აღმოჩენილი ობიექტი სავარაუდოდ რადიკალურ ისლამურ დაჯგუფება „ჯამათ ათ-ტაიჰიდ ალ-ვატანიას“ ეკუთვნის, რომლის წევრებსაც შრი-ლანკაზე ტერაქტების ორგანიზებაში ედებათ ბრალი.
ჟურნალისტების ცნობთ, ტერორისტების ბანაკში მომზადება კოლომბოში მოწყობილი აფეთქებების ორგანიზატორმაც გაიარა.
21 აპრილს შრი-ლანკაზე აფეთქებების სერიას 250 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
1tv.g