სამართალი
ქუთაისის აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩნდა

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ქუთაისის აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩნდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ქუთაისის აეროპორტიმებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე რუსეთის მოქალაქე .- ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (Codeine Phosphate -50 აბი) გამოავლინეს.

ფაქტზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილით აწარმოებს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.