აქტუალური
ცხინვალის რეჟიმი 8-9 მაისს ე.წ. საზღვარს კეტავს

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი „რესპუბლიკის“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ე.წ. საზღვრის დაკეტვა 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის აღსანიშნავ ღონისძიებებს უკავშირდება.

დეფაქტო უწყების ცნობით, „საზღვარი“ 8 მაისის 20:00 საათიდან დაიკეტება, რა დროსაც მოქალაქეების გატარება აიკრძალება. დე ფაქტო ხელისუფლება „საზღვრის“ გახსნას 10 მაისს, 06:00 საათზე აპირებს.