უცხოეთი
სერგეი ლავროვი - ვენესუელაში სამხედრო ჩარევა კატასტროფული იქნება

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან გამართულ მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა.

ორი დიპლომატი ერთმანეთს ფინეთის ქალაქ როვენიემიში შეხვდნენ. როგორც სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებების დასრულებისას განაცხადა, შეხვედრაზე განიხილებოდა სტრატეგიული სტაბილურობის საკითხი და ცალკეულ რეგიონებში შექმნილი სიტუაცია.

როგორც ცნობილია, რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების განხილვის მთავარი თემა ვენესუელაში შექმნილი ვითარება იყო. შეხვედრის დასასრულს, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვენესუელაში სამხედრო მოქმედებები კატასტროფულ შედგეს გამოიღებს.

„მე ამერიკელ და სხვა კოლეგებთან – ევროპელებთან და ლათინოამერიკელებთან ურთიერთობისას, ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტილების მომხრეებს. ვიმედოვნებ, რომ ეს გაგება, რომელიც ყველას აქვს, გადაიქცევა პრაქტიკულ პოლიტიკაში, რომ სამხედრო მოქმედებები არ იქნება, რადგან ეს კატასტროფული იქნება“, – აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ექნებათ შეხვედრის შესაძლებლობა.
„დარწმუნებული ვარ, ამის შესაძლებლობა გამოჩნდება, ამის შესახებ კრემლში განაცხადებენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

1tv.ge