უცხოეთი
ისრაელმა და ღაზის სექტორის მებრძოლებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. ისრაელსა და ღაზის სექტორის მებრძოლებს შორის ორდღიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, ეგვიპტისა და გაერო-ს შუამავლობით, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ზავის მიუხედავად, 6 მაისს სამხრეთ ისრაელში სკოლები დახურული იქნება.

კონფლიქტის ფონზე, ისრაელის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პალესტინელებს რაკეტების გაშვების შეწყვეტისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპის თქმით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტები, პალესტინელებს მხოლოდ უბედურებას მოუტანს.

გასული ღამის განმავლობაში რაკეტების განგაშის სიგნალი რამდენჯერმე გაისმა ისრაელის ქალაქ აშკელონში.

4-5 მაისს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 600 რაკეტა გაუშვეს. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორში 320 სამიზნე დაბომბა. დაბომბვების შედეგად, ისრაელის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. ისრაელის საპასუხო შეტევას ღაზის სექტორში 23 ადამიანი ემსხვერპლა.

1tv.ge