უცხოეთი
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი - „სუხოი სუპერჯეტ 100“-ის ფრენების შეჩერების საფუძველი არ არსებობს

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, „სუხოი სუპერჯეტ 100“-ის ფრენების შესაჩერებლად საკმარისი საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ განცხადება ევგენი დიტრიხმა გააკეთა. მან ასევე ისაუბრა დაშავებულებს, რომელთაგან ექვსი საავამდყოფოში რჩება.

მისი თქმით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ საგანაგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლებმა უკვე იპოვეს ლაინერის ორივე შავი ყუთი. ისინი ექსპერტიზაზე გადაიტანეს.

„სუხოი სუპერჯეტ 100“-ის ავარიის მიზეზებს შორის სახელდება მეხის დაცემა, მფრინავისა და დისპეჩერის კვალიფიკაცია, ასევე თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს შერემეტიევოს აეროპორტში, „სუხოი სუპერჯეტ 100“-ს ავარიული დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად 41 მგზავრი დაიღუპა.

1tv.ge