სამართალი
შავლეგო ტაბატაძე, შესაძლოა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახდეს და ლევან იზორია შეცვალოს

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. იმერეთის ყოფილი გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მუშაობას საზღვარგარეთ, სამხედრო დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ტაბატაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია ცნობილი 3 მაისს გახდა.

გენერალი შავლეგო ტაბატაძე 2016-2018 წლის აგვისტომდე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ხელმძღვანელი იყო.

მედიაში სარწმუნო წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციით, გენერალ ტაბატაძეს საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნისთვის ამზადებენ, რადგან ლევან იზორიას შეცვლის აუცილებლობა დიდი ხანია, მომწიფდა (არა სამხედრომ, პროფესიით პოლიციელმა იზორიამ უამრავი შეცდომა დაუშვა, ჯარში გახშირდა უბედური შემთხვევები ლეტალური დასასრულით, აგრეთვე მკვლელობები კრიმინალის - ეგრეთ წოდებული არასაწესდებო ურთიერთობის ნიადაგზე.