უცხოეთი
საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ევროპაში ნატო-ს გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებს ახალი მეთაური ჰყავს.
გენერალ ტოდ უოლტერსისთვის უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი დღეს ბრიუსელში გაიმართება. ის კერტის სკაპაროტის შეცვლის.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ ტოდ უოლტერსის ევროპასა და აფრიკაში ნატო-ს მეთაურად დანიშვნის შესახებ, ალიანსმა განცხადება ჯერ კიდევ მარტში გააკეთა.
გენერალი პასუხისმგებელი იყო ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე.
1tv.ge