აქტუალური
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად რუსლან აბაშიძე დაინიშნა

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად რუსლან აბაშიძე დაინიშნა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი სწორედ მას დაუჭირა.

როგორც თავად რუსლან აბაშიძემ განაცხადა, უახლოეს დღეებში იგი სამოქმედო გეგმას წარადგენს და საკუთარი კაბინეტის დაკომპლექტებას შეუდგება.

შეგახსენებთ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გადადგომის შესახებ განცხადებით აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ოფიციალურად მიმართა.

რუსლან აბაშიძე ამ დრომდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.