პუბლიკაციები
გიორგი გახარია 17 მაისთან დაკავშირებულ შეკითხვაზე - ორივე მხარეს გავაცნობთ იმ რისკებს და ღონისძიებებს, რაც გვექნება, რომ ქალაქში არ იყოს რაიმე გართულება

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის გიორგი ლომიას შეკითხვას უპასუხა, რომელიც 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხებოდა.

ამ თემასთან დაკავშირებით შსს სრულად აცნობიერებს და აფასებს რისკებს, თუმცა ამასთან მინდა გითხრათ, რომ აქ შსს მედიატორი ორ ძალას შორის ვერ იქნება. ჩვენი ამოცანა არის მართლწესრიგი და ჩვენი მოქალაქეების დაცვა. აქვე ხაზგასმით ვიტყვით, რომ ის ობიექტური რეალობა, რისკების შეფასება, რომელიც გვექნება, წინასწარ გავაცნობთ ორივე მხარეს. ასევე გავაცნობთ იმ პირობებს, რომელიც იქნება აუცილებელი, რომ ამ ღონისძიებების დროს ქალაქში რაიმე გართულება არ იყოს, რა თქმა უნდა, მოთხოვნის და თხოვნის სახითაც იქნება წაყენებული ორივე მხარისთვის, – განაცხადა გახარიამ.