სამართალი
ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა - ლევან კობერიძემ დატოვა.

როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.

დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილება საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს უკავშირდება. ის ამბობს, რომ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.

ლევან კობერიძემ „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.