პოლიტიკა
გიორგი გახარია: „ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა. გახარიამ, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, განაცხადა, რომ საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს შორის დღეს პირველი, ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, სადაც მან პრემიერის სათათბირო ორგანოს წევრებს საბჭოს სტრუქტურა გააცნო.

დღეს იყო ძირითადად ტექნიკური ხასიათის შეხვედრა. მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონი ახლახან იყო მიღებული და დამტკიცებული პარლამენტის მიერ. სამწუხაროდ, საპატიო მიზეზების გამო ვერ გვესწრებოდა საბჭოს 2 მუდმივი წევრი. მივიღეთ დავალებები პრემიერისგან, ეს ერთი. მეორე - მე გავაცანი საბჭოს წევრებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურა და თუ როგორ წარმომიდგენია უახლო პერიოდში საბჭოს ამოქმედება. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული უსაფრთხოები საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართული არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, ეს იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირება ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშრებით. ეს იყო ჩვენი შეხვედრის მიზეზი და მიზანი. შემდეგი შეხვედრა იქნება დანიშნული ზუსტად ერთ თვეში. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული დავალებები, რომელსაც შევასრულებთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.