აქტუალური
აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაცია შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციას და მზადაა, პროცესი შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს, – აზერბაიჯანული გამოცემა „ონას“ ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ქედის კალთების გასწვრივ 25 კილომეტრზე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ, არქიტექტურულ და რელიგიურ ობიექტს მოიცავს, ქედი კი სამონასტრო კომპლექსს ორ ნაწილად ყოფს.

აზერბაიჯანს და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაცია წყდება არსებული ორმხრივი ფორმატების მიხედვით, რაც, თავის მხრივ, არსებული საერთაშორისო პრაქტიკის საკოორდინაციო პროცედურების საფუძველზე ხდება. აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციას და მზადაა, პროცესი შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.