პოლიტიკა
საქართველო - მესამე წელი აშშ-ის ელჩის გარეშე: საქინფორმის პროგნოზი მართლდება

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. რატომ არ აგზავნის აშშ საქართველოში ახალ ელჩს, რომელიც აქ - ეს უპრეცედენტო შემთხვევაა! - უკვე თითქმის მთელი წელია, არ არის? თქვენი აზრით, რამდენად დამაჯერებელი იყო ბოლტონის განმარტება, რომ მან არ იცის, როდის დასრულდება ახალი ელჩის შერჩევის პროცესი, „რაც დაკავშირებულია სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესთანდა რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბე რუდიმშვენივრად ხელმძღვანელობს ამერიკის საელჩოს“?

- ელიზაბეთ რუდი მართლაც კარგად ართმევს თავს დროებით მოვალეობებს, ყველაფერი დანარჩენი კი არადამაჯერებლად ჟღერს. რეალური მიზეზი ის არის, რომ ახალმა ელჩმა მტკიცედ უნდა გაატაროს საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ახალი პოლიტიკა, რომელიც დღეს, ურთიერთდაკავშირებული პრობლემების ფართო სპექტრის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის გაურკვეველი პოზიციებიდან გამომდინარე, მხოლოდ ჩამოყალიბების სტადიაშია. პირველ რიგში, ეს არის ირანის პრობლემა. ხოლო სანამ ტრამპი წყვეტს - თეირანი დაბომბოს, როგორც ბოლტონი ურჩევს, თუ ირანს შეურიგდეს, როგორც ფხენიანს, მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ანუ იგივე ბოლტონი კავკასიაში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ირანთან სავაჭრო ურთიერთობის შეკვეცა გვირჩიოს, სამაგიეროდ კი საქართველოს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა შესთავაზა, სომხეთს და აზერბაიჯანს - ამერიკული შეიარაღების შესყიდვა, რომელიც „უკეთესი ხარისხისაა და უფრო იაფი, ვიდრე რუსული“, და რომელსაც აშშ საქართველოსა და უკრაინაზე ყიდის”, - ეს იყო საქინფორმის მთავარი რედაქტორის 2018 წლის 29 ოქტომბრის პუბლიკაციის ფრაგმენტი.

პროგნოზი კვლავაც მართლდება: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი საქართველოს მაისის შუა რიცხვებში დატოვებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი მისი დროებითი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მაისის შუა რიცხვებში დატოვებს პოსტს და დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას ამერიკაში“, – განაცხადეს გასულ კვირას აშშ-ის საელჩოში (როს უილსონი უფლებამოსილების დროებით შესრულებას 2018 წლის ნოემბერში შეუდგა).

ელჩ უილსონს ჰქონდა დიდი პატივი, ყოფილიყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი და ხელი შეეწყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. მას შემდეგ, რაც ელჩი როს უილსონი დატოვებს პოსტს, ვაშინგტონის სრული ნდობით აღჭურვილი ელიაბეთ რუდი შეასრულებს ამერიკის ელჩის მოვალეობას საქართველოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.