უცხოეთი
კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის სამიტი დასრულდა

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის სამიტი დასრულდა. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა ოთხ საათამდე გაგრძელდა. აქედან თითქმის ორი საათის განმავლობაში ლიდერები პირისპირ შეხვედრას მართავდნენ.

როგორც ცნობილია, სამიტი კუნძულ რუსკიზე, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შედგა. ეს კიმ ჩენ ინის რუსეთში პირველი ვიზიტი, ამასთან ერთად ვლადიმერ პუტინთან პირველი შეხვედრა იყო. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განხილვის მთავარი თემა კორეის ნახევრაკუნძულის ბირთვული განიარაღება უნდა ყოფილიყო, თუმცა სამიტის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და რუსეთის პრეზიდენტის ბოლო სამიტი 2011 წელს შედგა. როდესაც ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერი, კიმ ჩენ ირი რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს შეხვდა.

1tv.ge