პუბლიკაციები
"არც პროვოკაციას გამოვრიცხავ" - გია ვოლსკი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტერში მისასვლელი გზის ჩაკეტვაზე ლაპარაკობს

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. დავით გარეჯის მონასტერში მისასვლელი გზის ჩაკეტვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმიანებიან.

გია ვოლსკის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ პროვოკაციას აქვს ადგილი. ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ აუცილებელია, კომუნიკაცია შედგეს როგორც სასულიერო პირებთან, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან.

"ყველას უნდა დაველაპარაკოთ, ეკლესიასაც უნდა დაველაპარაკოთ, აზერბაიჯანსაც. არის დიპლომატიური ხაზები და გადასამოწმებელია ყველა ინფორმაცია, რომელიც ამას ეხება. არც პროვოკაციას გამოვრიცხავ. ფაქტია, რომ ამ თემაზე მუშაობაა საჭირო და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ქვეყანას გააჩნია“, -განაცხადა ვოლსკიმ.